Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს

ცხადდება კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (რექტორის ბრძანება 320/01-01; 20/11/2024)

 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს.

 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2024 წლის 25 ნოემბრის 11:00 საათიდან 28 ნოემბრის 12:00 საათამდე;

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 29 ნოემბერს;

აპელაცია 29 ნოემბრის 17:00 საათამდე.

აპელაციის შემთხვევაში განცხადება იგზავნება ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში. 

 

კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:

 

  • პირადობის მოწმობის ასლი. 
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან). 
  • 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2024 წლის 5 თებერვლიდან 2024 წლის 11 აგვისტოს  ჩათვლით):
  1. სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  2. სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • მიმდინარე სემესტრში (2024 წლის 12 აგვისტოდან) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

 

განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.

 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 21/11/2024